საპროტესტო აქციები და დაკავებები თურქეთში
თურქეთში მასობრივი გამოსვლები გრძელდება.
სტამბოლის მერის და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ მიჩნეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრებით უკმაყოფილო მოქალაქეების დემონსტრაციებმა რამდენიმე ქალაქი მოიცვა. დაკავებების გარეშე ვერც გუშინდელმა ღამემ ჩაიარა. ხელისუფლება პროტესტის შეჩერებას სხვადასხვა შემზღუდავი ზომით და რეგულაციით ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები სტამბოლის მერისთვის წაყენებული ბრალდების გარდა სხვადასხვა სფეროში არსებულ ვითარებასაც აპროტესტებენ და მთავრობას პოლიტიკურ რეპრესიებსა და უკანონო გადაწყვეტილებებში ადანაშაულებენ. დაკავებულთა რაოდენობა 1 200-ს აღწევს. ხელისუფლება დემონსტრანტებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციაზე თავდასხმებში ადანაშაულებს და შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.