საპროტესტო აქციები და დაკავებები აშშ-ში

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე, ამერიკაში პროტესტი და არეულობა გრძელდება. ნიუ იორკში პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. „სიენენის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მანჰეტენში მოქალაქეები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე აიყვანეს. საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ქალაქ აიოვაში, სადაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშინგტონში. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს პოლიციის დაფინანსების შემცირება სურთ და ჯო ბაიდენიც ჩაითრიეს. „მე გავაკეთე სისხლის სამართლის რეფორმა, რაც ობამამ და ბაიდენმა არც კი სცადეს და ვერ გააკეთებდნენ, რომც ეცადათ“ – თქვა ტრამპმა.