საპროტესტო აქციები და არეულობა ირანში
ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპი კიდევ ერთ ქვეყანაში ინტერვენციას არ გამორიცხავს. საუბარია ირანზე, სადაც ეკონომიკური პრობლემების გამო დაწყებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები 12 დღეა გრძელდება.
შეტაკებების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 45 ადამიანი. ამერიკის პრეზიდენტი თეირანს გამაფრთხილებელი გზავნილით მიმართავს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნის შემთხვევაში მძიმე დარტყმით ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტს ირანელი ხალხის დახმარების თხოვნით მიმართავს ირანის უკანასკნელი შაჰის გადასახლებული შვილი. ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების მონაწილეთა დასჯით იმუქრება. ირანის სულიერი ლიდერი კი ტრამპს დამხობას უწინასწარმეტყველებს. ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაწყებულმა აქციებმა 100-ზე მეტი ქალაქი მოიცვა – მოთხოვნებს შორისაა ყოფილი შაჰის შვილის დაბრუნება და ჰამეინის გადაყენება.