საპროტესტო აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში

აშშ-ში სამხედრო აღლუმის პარალელურად, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა სახელწოდებით – „არა მეფეებს“ გამართა. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დონალდ ტრამპის ავტორიტარული პოლიტიკა დაგმეს. ჯორჯიის შტატში გამართულ აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა სულ მცირე, რვა ადამიანი დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მომიტინგეებმა არ შეასრულეს პოლიციელების ბრძანება და გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.