მასობრივი არეულობა აშშ-ში, შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და მსოფლიო ლიდერთა შეფასებები

დონალდ ტრამპი კრიზისული ვითარების განმუხტვას ვერ ახერხებს.

ეროვნული გვარდიის მობილიზების მიუხედავად, ისევ რჩება ცხელი კერები, სადაც დემონსტრანტები უკან დახევას არ აპირებენ. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული მასობრივი არეულობის ფონზე სულ უფრო მწვავდება შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. ძალადობაში გადაზრდილი აქციების შესაწყვეტად ტრამპის მიერ დაანონსებულ გეგმას მის გუნდშიც ეწინააღმდეგებიან.

ფლოიდის საქმე, სავარაუდოდ, პირველი არ არის. „სიენენის“ ცნობით, ბოლო რვა წლის განმავლობაში მინეაპოლისში პოლიციის მიერ ეჭვმიტანილების დაკავების დროს, ასფიქსიით 58 ადამიანია გარდაცვლილი.

ჯორჯ ფლოდის სიკვიდლმა მასობრივი პროტესტი გამოიწვია ევროპის ქვეყნებშიც. მომხდარს მასშტაბური აქციებით უპასუხეს საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. აქციის მონაწილეები აფროამერიკელის სიკვდილს და რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებენ.  ამერიკაში გამართული ცხრადღიანი არეულობის ფონზე  კი, სპეციალისტები ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან.