ალბანეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გრძელდება.
„ფლამინგოს რევოლუციად“ წოდებული დემონსტრაციები, თავდაპირველად გარემოს დაცვის მოთხოვნით დაიწყო. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი მრავალმილიარდიანი კურორტის მშენებლობას გეგმავენ. მოგვიანებით, პროტესტმა პოლიტიკურ დემონსტრაციებში გადაიზარდა და თითქმის ორი კვირაა ალბანეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას მოითხოვს. „ალბანეთი არ იყიდება“ – ამ შინაარსის პლაკატებით აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. პროტესტის მიუხედავად ამ დრომდე პოზიციას არ იცვლის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, – ედი რამა ტრამპის ოჯახის საინვესტიციო პროექტს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ის კერძო შეთანხმებას ეფუძნება.
ანეტი მიქელაძე დეტალებით.