საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეებთან ერთად ჟურნალისტებიც დაშავდნენ. ერთ-ერთ მომიტინგეს, სავარაუდოდ გაზის კაფსული მოხვდა თავის არეში, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ადგილიდან გაიყვანა. აქციაზე სასწრაფო დახმარება დასჭირდათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. მხუთავი აირისგან მოიწამლნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები – თეონა ხუბულავა და ლიზი ჩიმჩიური, ასევე ოპერატორები – ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკელაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავდა ასევე 12 სამართალდამცველი.