საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი

საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები გრძელდება. უკვე რამდენიმე საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გოგილაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში მოწმეები იკითხებიან. დავით გოგილაშვილი რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 30 ნორმებს დააკავეს. მისი განცხადებით, იმდენად მძიმე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რომ იზოლატორის ნაცვლად, სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

გოგილაშვილის სასამართლო პროცესს რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები ესწრებიან.