საპროტესტო აქციაზე დაკავებულების საქმე

18 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 10 პირი სხვადასხვა იზოლატორშია განაწილებული.

მოსამართლე ვალერიანე ფელიშვილმა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულებს სხვადასხვა ვადით რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გვიან ღამით მიღებულ გადაწყვეტილებას დარბაზშივე მოჰყვა პროტესტი. ერთობლივ განცხადებაში 16 არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლო პროცესზე გამოვლენილ დარღვევებზე და მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ მოსამართლე დამოუკიდებლად არ მოქმედებდა. უფლებადამცველები სასამართლოს გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების შესუსტების მცდელობით ხსნიან.