საპროტესტო აქციაზე დაკავებულები

15:19, 01.12.2024

მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 50 დემონსტრანტი დააკავა. 10 მათგანი ხელწერის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია. მათი ნაწილი კი დიღმის მთავარ სამმართველოში და ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულები უკვე მოინახულა უფლებადამცველმა.

ადვოკატის განცხადებით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. დაკავებულების მოსანახულებლად იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

მსგავსი