საპროტესტო აქცია ზუგდიდში  

სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერის, თენგიზ ჯგუშიას ორგანიზებით ზუგდიდში აქცია გაიმართა.

თენგიზ ჯგუშიამ აქციის მონაწილეებს აჩვენა ადგილი, სადაც მისი თქმით, ყველა სანიტარული და ეკოლოგიური ნორმების დარღვევით ცემენტის ქარხანა შენდება. მისი ინფორმაციით, ქარხანა ფაიფურის დასახლებაში უნდა აშენებულიყო, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით ის გადმოიტანეს „ენგურ-ქაღალდ-კომბინატის“ დასახლებაში. ადგილობრივი ხელისუფლება ამ დასახლებაში ცემენტის ქარხნის მშენებლობას კატეგორიულად უარყოფს.

დატოვე კომენტარი