საპროტესტო აქცია ზუგდიდში

საპროტესტო აქცია იმართება ზუგდიდში.  დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

საქმეზე, რომელშიც დგებუაძე ფიგურირებს, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და დღემდე სხეულში ორი ტყვია რჩება. მისივე ცნობით, პოლიცია დგებუაძეს იმ პირის ვინაობის დასახელებას სთხოვს, ვინც მას ესროლა, თუმცა მის შვილს ეს ინფორმაცია არ აქვს.