საპროტესტო აქცია ზუგდიდში

 პროტესტის მე-100 დღეს ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სიტყვით გამომსვლელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ადამიანებს და მოგვიანებით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. მათი მოთხოვნები უცვლელია – ყველა დაკავებულის გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.