საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდშიც. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კვლავ სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში დაკავებულ თემურ ქათამაძეს, რომელიც უკვე 38-ე დღეა შიმშილობს. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლება.