პროტესტის გრძელდება რეგიონებშიც. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდში კვლავ სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ. მომიტინგეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც საპროტესტო აქციებზე დააკავეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. ისმოდა შეძახილები – თავისუფლება მზია ამაღლობელს!