საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში საპროტესტო აქციები გრძელდება. სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილებს მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პედაგოგებმა. საინფორმაციო მიტინგზე გაჟღერდა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სალომე  ზურაბიშვილთან. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდის აქციაზე იწვევენ, თუმცა, ზუგდიდში მისი ჩასვლის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და თბილისის აქციებზე დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლება.