საპროტესტო აქცია ზუგდიდში

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ზუგდიდში.

მუნიციპალიტეტის მერიის წინ შეკრებილი ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი არ გააქტიურდეს 2028 წლის ბოლომდე. მოთხოვნები უცვლელია – გათავისუფლდენ დაკავებულები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. აქციის მონაწილეებმა ქალაქში გააკრეს სტიკერები დაშავებული ახალგაზრდების ფოტოებით. მოგვიანებით გაიმართება მსვლელობა და აქცია გაგრძელდება სამხარეო ადმინისტრაციის წინ.