საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდში. სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილებს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიმართეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – აქციებზე დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მოთხოვნებს შორის გაჟღერდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა.