საპროტესტო აქცია ზუგდიდში

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ზუგდიდში. სამხარეო ადმინისტრაციის წინ დღესაც სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ თბილისში მიმდინარე აქციაზე დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მთავარ მოთხოვნად კი კვლავ ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნები რჩება. მომიტინგეებმა საქართველოსა და ევროკავშირისდროშებით მსვლელობაც გამართეს.