მესამე დღეა, გაფიცული არიან ზუგდიდში. აქცია-მსვლელობებს მართავენ რამდენიმე საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები. შეიკრიბნენ ისევ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის წინ, საიდანაც გაემართნენ ქალაქის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას. გმობენ მომიტინგეებზე ძალადობას. მათი თქმით, საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია.