საპროტესტო აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, თენგიზ ქობალიას გათავისუფლება მოითხოვეს.

ქობალიას ახლობლები და გულშემატკივრები აცხადებენ, რომ მერიის წარმომადგენელი კანონის დარღვევით დააკავეს. გარეპერიმეტრს და წესრიგს, აქციაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.