საპროტესტო აქცია ტყიბულში

მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლებს დღეს ხელფასი რამდენიმედღიანი დაგვიანებით ჩაერიცხათ.

ანაზღაურების დროულად მიღების მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია დღეს შახტის ადმინისტრაციის შენობასთან გამართეს.

პროტესტის ნიშნად შახტის დატოვებაზე უარს აცხადებდა საწარმოს თანამშრომელთა ნაწილი. მათთან მოსალაპარაკებლად კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო ჩასული. ხელფასის დარიცხვის შემდეგ ისინი შახტიდან ამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები მიმართავდნენ მთავრობასაც, დროულად აღდგეს მუშაობა, რადგან სახელფასო დავალიანების პრობლემები აღარ შეიქმნას.

მეშახტეები ამბობენ, რომ ხელფასის დაგვიანების გამო საბანკო ვალდებულებებს და კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან.