საპროტესტო აქცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. სტუდენტები მესამე დღეა რექტორის კაბინეტში იმყოფებიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი რექტორის კაბინეტს იქამდე არ დატოვებენ, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სტუდენტები რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას ითხოვენ.