საპროტესტო აქცია ტირანაში

12:09, 18.10.2026

საპროტესტო აქციები გაიმართა ალბანეთშიც. ტირანაში, განათლების სამინისტროს შენობასთან ათასობით ახალგაზრდა შეიკრიბა. აქცია ძალადობრივ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ნიღბიანმა ახალგაზრდებმა სპეცრაზმს ქვები ესროლეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომას ითხოვენ. სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მათი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია ალბანეთის სანაპიროს ტერიტორიების გაყიდვა კურორტის ასაშენებლად. ალბანეთის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებზე 167 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი