საპროტესტო აქცია თელ-ავივში

თელ-ავივის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით დემონსტრანტები ჰაბიმას მოედანზე შეიკრიბნენ და მთავრობა გააკრიტიკეს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის მომზადების შესახებ ინფორმირებული იყო და ამ ცნობების იგნორირებას ახდენდა. მომიტინგეები პირადად პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ. დემონსტრანტების განცხადებით, ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა უნდა გადადგეს და ქვეყანაში არჩევნები დაინიშნოს.