განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეკრებილებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადმოინაცვლეს. საქართველოს პირველ არხთან ისინი საყვირებით, ბანერებითა და დროშებით მოვიდნენ. შეკრებილების თქმით, ის დრო, რასაც მაუწყებელი საზოგადობას უთმობს, არასაკმარისია და უნდა გადადგნენ არხის გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.