საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან – მოქალაქეები ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ

15:02, 12.05.2018

ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება თბილისში, პარლამენტის შენობასთან. მოქალაქეები სამართალდამცველების მიერ ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებები დაირღვა და ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას და ღირსების შელახვას.

ლიკა ალელიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან – რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან, დაიწყო თუ არა აქცია.

 

მსგავსი