პროტესტის 67-ე დღეს „თბილისი მოლის“ ტერიტორიაზე აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ფორმა ექნება პროტესტს. ერთ-ერთი ვერსიით, მომიტინგეები საავტომობილო გზის რამდენიმე საათით გადაკეტვას აპირებენ. დაგეგმილ პროტესტს ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის განცხადებით, დღევანდელი აქცია იმის გამოხატულება, რომ ხალხს ხელისუფლების რეპრესიების არ ეშინია და ევროპული მომავლისა და ღირებულებებისთვის ბრძოლას აგრძელებს. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპონენტები მოქალაქეებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სწირავენ, რათა შემდეგ პროცესი სპეკულაციისთვის გამოიყენონ.