საპროტესტო აქცია თბილისში - ანა ბროლაძის ჩართვა

პროტესტი არ წყდება რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეები დღესაც არიან შეკრებილები. შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების ჩატარება. აქციის მონაწილეები ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად და კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ხელისუფლება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს. პარლამენტთან იმყოფებიან პოლიტიკოსები. სიტყვით გამოსვლები დღესაც არ მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციას ანა ბროლაძე აშუქებს.