საპროტესტო აქცია თბილისში - ანა ბრლაძის ჩართვა #მოამბე

თბილისის გასასვლელთან დაწყებული საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან გრძელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში აღმაშენებლის ხეივანი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების ადგილი იყო. არიან დაკავებულები, თუმცა მათ რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

„თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებმა დაახლოებით ერთი საათის წინ მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.