რაც შეეხება უშუალოდ მედიის წარმომადგენლებს. პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ბესო გაფრინდაშვილს სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, თუმცა, დამატებითი კვლევისთვის ის კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერატორს ხელი აქვს დაზიანებული.
ამავე აქციაზე დაშავდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი, თედო ქვაჩახია. „ფორმულას“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მას თავის არეში აქვს მიღებული დაზიანებები. ოპერატორს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ის ასევე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მანამდე ოპერატორი მხუთავი აირის გამო დაშავდა.