საპროტესტო აქცია თბილისში

 გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის მეასე დღე სინდისის პატიმრებს მიეძღვნათ. რუსთაველზე გამართულ აქციას სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით შეუერთდნენ მარშების მონაწილეები, საავტომობილო გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება.