გვიან ღამით დასრულდა პროტესტი რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები ისევ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და მთავარი მოთხოვნები გააჟღერეს – ხელახალი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება. მომიტინგეებმა საკუთარი პროტესტი მშვიდი ფორმით, სასტვენებითა და ტრანსპარანტებით გამოხატეს. მათ მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი პირები, რომლებმაც მენეჯმენტის გადადგომა, ღამის ეთერის აღდგენა და დღის ეთერების დათმობა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.