საპროტესტო აქცია თბილისში
გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეები უკვე ორ თვეზე მეტია, პარლამენტთან ყოველდღიურად იკრიბებიან და მოთხოვნებს აჟღერებენ – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები.
რუსთაველზე შეკრებილებმა საკუთარი პროტესტი ამჯერადაც სასტვენებითა და ტრანსფარანტებით გამოხატეს. მათ მსვლელობით შეუერთდნენ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი მარშის მონაწილეები, რომლებმაც მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.