საპროტესტო აქცია თბილისში

12:09, 26.01.2025

გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 59-ე დღე რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან ისევ იგივე მოთხოვნებით შეიკრიბნენ – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები. რუსთაველზე შეკრებილებს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი მსვლელობით შეუერთდა. მათ საკუთარი პროტესტი ტრანსპარანტებითა და სასტვენებით გამოხატეს. აქციის მონაწილეები უკვე ორი თვეა მთავრობის წინააღმდეგ ქუჩებში გამოდიან და ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტი არ შეწყდება.

მსგავსი