საპროტესტო აქცია თბილისში

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლა გრძელდება.

ცოტა ხნის წინ აქციას სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები და სტუდენტები შეუერთდნენ. რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მოეწყო მრავალფეროვნების მარში, ასევე პედაგოგების მსვლელობა გაიმართა განათლების სამინისტროსთან. მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრაციების დროს დაკავებულები.