პროტესტის მე-19-ე დღე.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიურად იმართება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა აქცია-მსვლელობები. უცვლელია მოთხოვნები – ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება. თბილისის ქუჩებში მარშის შემდეგ მომიტინგეთა შეკრების ადგილი თბილისის ცენტრალური გამზირია. საავტომობილო გზა გადაკეტილია. ცოტა ხნის წინ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები და ბუკინისტები.