საპროტესტო გამოსვლების მე-16 დღე – თბილისსა და რეგიონებში აქციები გრძელდება. შეკრებილები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ასევე, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნაა აქციებზე დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება.
დღეს აქცია-მსვლელობა თბილისის ქუჩებში გაიმართა. საკუთარი პროტესტი მარშით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გამოხატეს, ბოლოს კი პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.
„მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს რუსთაველის გამზირზე – ადგილიდან ანა ბროლაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.