საპროტესტო აქცია თბილისში

მეორე დღეა, ციფრული და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მივიდნენ პარლამენტთან, შემდეგ – თავისუფლების მოედანზე. აიტი სპეციალისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს და პროტესტის მთავარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. მათ საპროტესტო მსვლელობა გუშინაც გამართეს. რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ და შემდეგ გადაადგილდნენ თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე.