საპროტესტო აქცია თბილისში

რუსთაველის გამზირი კვლავ მოვლენების ეპიცენტრშია.

პროტესტი არ წყდება. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან დგანან და ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და დემონსტრაციების დროს დაკავებულების გათავისუფლება. საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. სამართალდამცავები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. აქციის მონაწილეებს მსვლელობით სახელოვნებო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.