აქციის მონაწილეებმა საკონონმდებლო ორგანოსთან მიცვალებულის სასახლე მიიტანეს. სასახლეში ფიტული იყო მოთავსებული, რომელზეც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ფოტო იდო. სასახლე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე სპეციალური კორდონით მიიტანეს, რის შემდეგაც პარლამენტის შენობასთან დაწვეს. სასახლის დემონსტრაციულად დაწვას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.