საპროტესტო აქცია განახლდა რუსთაველის გამზირზე.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მმართველი გუნდის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტი არ წყდება. გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი. აქციას შეუერთდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ცოტა ხნის წინ პირველი არხის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. ცენტრალურ გამზირზე დასრულებულია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა. ტერიტორია რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული და მას პოლიცია იცავს. სამართალდამცავები განლაგებული არიან საკანონმდებლო ორგანოს გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზეც.