საპროტესტო აქცია თბილისში

პროტესტის მეთერთმეტე დღე – რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. უკვე თითქმის ორი კვირაა, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოქალაქეები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.

რა ვითარებაა საკანონმდებლო ორგანოსთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე – ადგილზე მუშაობს „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი და პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა ანა ბროლაძე განაგრძობს.