საპროტესტო აქცია თბილისის იუსტიციის სახლთან

საპროტესტო აქცია თბილისის იუსტიციის სახლთან.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

დილის საათებში იუსტიციის სახლი მათ სრულად ჰქონდათ პიკეტირებული, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ცენტრალური შესასვლელი გახსნეს.

პროტესტის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან ითხოვდნენ შეხვედრას.