საპროტესტო აქცია სოფელ ყარაჯალაში

სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამი დღის წინ მოკლული 19 წლის რადიმ ყურბანოვის ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის, სოფლიდან გასახლებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი საცხოვრებელი სახლის გადაწვით და შურისძიებით იმუქრებიან. შემთხვევა  მიმდინარე წლის 1 თებერვალს ყარაჯალაში, მეჩეთის წინ, საღამოს მოხდა. 19 წლის ახალგაზრდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით თანასოფლელმა მოკლა.

დამნაშევე პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.