საპროტესტო აქცია სოფელ თხინვალაში

სოფელ თხინვალაში საპროტესტო აქცია გრძელდება. მოსახლეობა მასშტაბურ აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ ძველი სტადიონის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რაც მათთვის მიუღებელია. ასევე მათი თქმით, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აუქციონზე გასხვისდა. ადგილობრივები ძველი სტადიონის რეკრეაციულ ზონად მოწყობას ითხოვენ. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის გასხვისებას, თემაზე მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

ბრალდებებს პასუხობს ქონების მართვის სააგენტოს უფროსი. ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობენ.