საპროტესტო აქცია სოფელ ოდიშში

საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში. სინწის თემის მოსახლეობა შიდა სასოფლო გზების დაგებას, გარე განათების ბოძების დადგმას და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პრობლემის წინაშე სოფელი წლებია დგას, თუმცა მათი მდგომარეობით არავინ ინტერესდება.

მოსახლეობას მერის წარმომადგენელი შეხვდა და ვითარების გაუმჯობესებას დაპირდა.

დატოვე კომენტარი