საპროტესტო აქცია სიღნაღში
საპროტესტო აქცია გაიმართა სიღნაღში.
მერიის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას დანაშაულებრივი რეჟიმი უწოდეს და განაცხადეს, რომ არჩევნების გამყალბებელი და ახალგაზრდების სასტიკად დამრბევი ხელისუფლება უნდა წავიდეს. მათვე თანაქალაქელებს გამოსვლისა და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს.