ოპოზიციონერი ლიდერები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან ყველა ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენელი მივიდა. მათი განცხადებით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამ გზას მმართველი გუნდი საბოლოოდ დაუპირისპირდა. აქციაზე მყოფი პარტიების წარმომადგენლების თქმით, უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.