საპროტესტო აქცია სერბეთში

სერბეთის პრეზიდენტმა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ მზადაა არჩევნები უახლოეს სამ-ოთხ თვეში ჩაატაროს, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. სატელევიზიო მიმართვაში ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ ხელისუფლებამ დასკვნები უნდა გამოიტანოს ამ პროტესტებიდან და ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოს. თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სერბების უმრავლესობა მხარს არ უჭერს „ფერად რევოლუციას“ და სტაბილურობის მომხრეა. ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს არჩევნები მას კიდევ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს. ამასთან, გამოსვლის დროს მან კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აქცია მსხვერპლის გარეშე ჩატარდა. ხელისუფლების ინფორმაციით, პროტესტების შედეგად, ჯამში, 56 ადამიანი დაშავდა, არეულობაში მონაწილეობისთვის კი 22 ადამიანია დაკავებული.